თემატურ-კალენდარული გეგმები


გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: ეკა კევლიშვილი პ/ნ36001004574
საგანი: ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
სწავლების საფეხური/კლასი: VI
მოსწავლეთა რაოდენობა:18
გაკვეთილის თემა: ფუნქციები MS Excel-ში.
გაკვეთილის მიზანი:
       მოსწავლეები შეძლებენ  MS Excel-ის  ფუნქციების „ Sum, Average, Max, Min, Count Nubers  გამოყენებას რეალური ამოცანის გადასაჭრელად.

სტანდარტთან შესაბამისობა:
ის ტექნ. VI.1.  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება  ციფრული მასალის   შექმნისას.
          იყენებს ისტ-ს კანონზომიერების აღმოჩენისას და კანონზომიერების შექმნისას, მათ შორის სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებში ან/და რეალურ ვითარებაში (მაგალითად: ბუნებისმეტყველებაში, ფინანსურ მონაცემებში (ფასების ცვლილება), რომელიმე პროცესის შესაბამისი რიცხვითი მიმდევრობის შექმნა ელექტრონული ცხრილის გამოყენებით);
          საკუთარი ციფრული მასალის გავრცელების და უკუგების მიღების მიზნით შეარჩევს შესაფერის საშუალებას და ხერხს. იყენებს უკუგების შედეგს და სხვების მონაწილეობას პროდუქტის გასაუმჯობესებლად.


N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1


კლასის ორგანიზება:
გაკვეთილის თემისა და მიზნის ,შეფასების კრიტერიუმების  გაცნობა.

აღწერა: წინასწარ მომზადებული პრეზენტაციის  გამოყენებით მოსწავლეებს პროექტორის საშუალებით ვაცნობ გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს.

სლაიდების ჩვენება
მთელი კლასი
პროექტორი, ლეპტოპი,  PPT

3წთ


2.
წინარე ცოდნის გააქტიურება.

აქტივობის აღწერა:
რამდენიმე კითხვით მასწავლებელი ამოწმებს წინარე ცოდნას და მოსწავლეები მიჰყავს ასახსნელ მასალამდე მოსწავლეები გაიხსენებენ პროგრამა Excel-ში უკვე ნასწავლ მასალას 
1.       რა ეწოდება  MS Excel-ის ფაილს
2.       რას ნიშნავს Excel-ში უჯრის მისამართი
3.          რითი აღინიშნება სტრიქონები, სვეტები
4.       რას ეწოდება მუდმივი უჯრა და როგორ აღინიშნება ის
5.       როგორ ვიწყებთ ფორმულის ჩაწერას უჯრაში
6.       ფორმულაში რომელი არითმეთიკული მოქმედების ნიშნები გამოიყენება
7.       როგორ ხდება მარტივი გამოთვლების შესრულება
8.       ფორმულაში არითმეტიკული მოქმედბების გამოყენებისას მოქმედებათა შესრულების რა თანმიმდევრობა უნდა გავითვალისწინოთ

გონებრივი იერიში
მთელი კლასი
პროექტორი, ლეპტოპი, 


7წთ.
3.
აქტივობის მიზანი:
ფორმულის გამოყენებითი მოსწავლეები ასრულებენ პრაქტიკულ სავარჯიშოს
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში.
მასწავლებელი  პროექტორის საშუალებით უჩვენებს მათ დავალებას და  ურიგებს თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილს . დავალება: შეასრულონ დავალებაში მოცემული გამოთვლები
დავალების შესრულების შემდეგ მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს:
თუ მოცემული გვექნება  ათი ან მეტი მაგალითი
  1. რა დრო დაჭირდება მოცემული გამოთვლების შესრულებას.


თანამშრომლობითი სწავლება
წყვილები
თაბახის ფურცელი, ლეპტოპი , პროექტორი, PPT

5-წთ


4
ახალი მასალის ახსნა.

აქტივობის მიზანი:
გაიგონ ახალი მასალა.

აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი ხსნის ახალ გაკვეთილს, მოსწავლეებს აცნობს, რომ რიცხვების შეკრებისთვის არსებობს სპეციალური ბრძანება (ფუნქცია), რომელიც  საშუალებას მოგვცემს  არ ვიწვალოთ გრძელი ფორმულის დაწერაზე, უფრო სწრაფად  შევკრიბოთ მონაცემები და დავზოგოთ დრო. აცნობს მონაცემებს შორის ჯამის, მაქსიმუმის, მინიმუმის, საშუალო მნიშვნელობის გამოთვლას „ Sum, Average, Max, Min, count nubers” ფუნქციების გამოყენებით.
ახსნა- განმარტებითი
მთელი კლასი

ლეპტოპი, პროექტორი,

PPT
8წთ.
5





ახსნილი მასალის გაგება-გააზრება.

აღწერა:
პროექტორის საშუალებით მასწავლებელი აძლევს შესასრულებელი დავალების ინსტრუქციას : მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში და  Sum, Max, Min, Average, count Numbers ფუქციების გამოყენებით ასრულებენ დავალებებს.
დავალების დასრულების შემდეგ  მასწავლებელი უჩვენებს მოსწავლეებს  სწორ პასუხებს პროექტორის საშუალებით. მოსწავლეები ადარებენ მას  თავიანთ ნამუშევრებს და გამოაქვთ დასკვნები.
სწავლა-კეთებით
წყვილებში
ლეპტოპი, პროექტორი, პრეზენტაცია,
თაბახის ფურცელი. PPT


15წთ.






შეჯამება.

მიზანი:  მასალის შეჯამება.

აღწერა:
მოსწავლეები მსჯელობენ  და აჯამებენ ახალ გაკვეთილს.  რა ვისწავლეთ, როგორ და როდის  გამოვიყენებთ დღევანდელ გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას. მასწავლებელი სვავს კითხვას რაში გვეხმარება ფუნქციების გამოყენება excel-ში? მოსწავლეები პასუხობენ, რის შემდეგაც მასწავლებელი პროექტორის მეშვეობით უჩვენებთ სწორ პასუხს. მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს განმსაზღვრელი   შეფასების რუბრიკის გამოყენებით, რომელსაც კიდევ ერთხელ უჩვენებს მათ პროექტორის საშუალებით.



კითხვა -პასუხი
მთელი კლასი
ლეპტოპი, პროექტორი, PPT,
შეფასების რუბრიკა
5 წთ.
6
საშინაო დავალება.

მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას:
სასწავლი - ფუნქციები გვ 151-152
პრაქტიკული სამუშაო - გვ. 153
განმარტებითი

სიტყვიერი მითითება
2წთ.

გაკვეთილის  ბოლოს  მისაღწევი  შედეგი:

       მოსწავლეები შეძლებენ  MS Excel-ის  ფუნქციების „ Sum, Average, Max, Min, Count Nubers  გამოყენებას რეალური ამოცანის გადასაჭრელად.

                                                                                                                 

განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
1-4
5-6
7-8
9-10
პროგრამა Excel-ში ფორმულის შექმნა და რიცხვებზე გამოთვლების შერულება
მოსწავლე  ვერ ქმნის  ფორმულას, ვერ ასრულებს რიცხვებზე გამოთვლებს
მოსწავლე  მასწავლებლის დახმარებით ქმნის ფორმულას, ასრულებს რიცხვებზე გამოთვლებს
მოსწავლე  ქმნის ფორმულას, ასრულებს რიცხვებზე გამოთვლებს ხარვეზებით
მოსწავლე თითქმის ყოველთვის სწორად  ქმნის  ფორმულას,  ასრულებს რიცხვებზე გამოთვლებს
Ms Ecxel-ის ფუნქციების          („ Sum, Average, Max, Min, Count Nubers” ) გამოყენება.
მოსწავლე ვერ იგებს ფუნქციის დანიშნულებას და ვერ იყენებს მას.
მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით ახერხებს ფუნქციის გამოყენებას.
მოსწავლეს იყენებს ფუნქციებს.
მოსწავლე თითქმის ყოველთვის სწორად  იყენებს ფუნქციებს.




No comments:

Post a Comment